გიორგი ბაბუაძეს იაპონიის საიმპერატორო ორდენი გადაეცა
გიორგი ბაბუაძეს იაპონიის საიმპერატორო ორდენი გადაეცა
14:08 04.11.2019

 

იაპონიის მთავრობამ იაპონიის საიმპერატორო ორდენის მიმღები პირები გამოაცხადა.

მათი ინფორმაციით, საქართველოდან, გიორგი ბაბუაძე, კანსაის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტმაისტერი და დირიჟორი, ამომავალი მზის ვერცხლის სხივების ორდენის მიმღებ პერსონად დასახელდა.

ბატონ ბაბუაძეს საიმპერატორო ორდენი სამუსიკო ხელოვნების მეშვეობით, იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა.


 

ბეჭდვა