ბათუმის IV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დღეს გაიხსნება. როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის
სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე.
IV ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს ეძღვნება.
„ღამის სერენადები“ წელს აჭარაში, გონიოს ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ჩატარდება.
ფესტივალის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკის“ „სოლო“ მომსახურება.
ფესტივალი 28 აგვისტოს დაიხურება.
