ნანტი-ზაარბრიუკენი–თბილისის დამეგობრებისა და კულტურული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში დღეს ევროპის სახლში ერთობლივი ფოტო-ვორქშოფი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიირებენ ფოტოხელოვანები სამივე ქალაქიდან - ჟან ფელიქს ფაიოლი – ნანტიდან, ანდრე მაილენდერი – ზაარბრიუკენიდან, გურამ წიბახაშვილი – თბილისიდან, ასევე, 15 ახალგაზრდა ფოტოგრაფი სამივე ქვეყნიდან.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ხელოვანების დაახლოებას ევროპის შეცნობისა და კულტურათა შორის დიალოგის გზით.
მსგავსი ერთობლივი ფოტოპროექტი რამდენჯერმე განხორციელდა როგორც თბილისში ისე სხვა დამეგობრებულ ქალაქებში.
ფოტო-ვორქშოფი ევროპის სახლში 31 აგვისტომდე გაგრძელდება
