მწერალთა სახლში ხვალ პოეტ გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტური კრებულის „მონატრებული
შინ“ წარდგენა გაიმართება. კრებულში თავმოყრილია სრულიად ახალი ლექსები, რომელთაგანაც უმეტესობა პირველად იბეჭდება. ამ გამოცემას წინ უძღოდა პოეტის ერთ-ერთი ბოლო კრებული „თანმდევი სუნთქვა“, რომელშიც 21 საუკუნის დასაწყისის ლექსებია შესული (გამომცმლობა კალმოსანი) და რომლის წარდგენაც რამდენი თვის წინ ასევე მწერალთა სახლში გაიმართა.
ახალი კრებული სულ 70 ლექსს აერთიანებს. პოეტური კრებულის წარდგენას გაუძღვება ლიტერატორი ლექსო დორეული. პოეტის ახალ ლექსებს მსახიობი გიორგი კაჭახიძე წაიკითხავს.
