კოტე აბაშიძე: მარკ როზოვსკი არის რუსეთის კულტურის ის წარმომადგენელი, ვინც პირველმა დაუჭირა საქართველოს მხარი 2008 წლის ომის შემდეგ
კოტე აბაშიძე: მარკ როზოვსკი არის რუსეთის კულტურის ის წარმომადგენელი, ვინც პირველმა დაუჭირა საქართველოს მხარი 2008 წლის ომის შემდეგ
18:21 19.10.2019
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის განცხადებით, მარკ როზოვსკი რუსეთის კულტურის ის წარმომადგენელია, ვინც პირველმა დაუჭირა საქართველოს მხარი 2008 წლის ომის შემდეგ.

„სწორედ მან დადგა ნოდარ დუმბაძის მე ბებია ილიკო და ილარიონი მოსკოვში.
ის ერთერთი პირველია, ვინც ხმამაღლა გამოთქვა თავისი პროტესტი ამით.

ის არის ადამიანი, ვინც ყირიმის ანექსია დაგმო და საპროტესტო წერილს მოაწერა ხელი. ის არის თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი რუსეთში.

მისი თეატრი დამეგობრებულია ჩვენს თეატრთან. რაც შეეხება სამინისტროს, ის თეატრის რეპერტუარის დაგეგმვაში არ მონაწილეობს” - განაცხადა კოტე აბაშიძემ.

ბეჭდვა