ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წიგნის – „ძველი თბილისი“ წარდგენა გაიმართება
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წიგნის – „ძველი თბილისი“ წარდგენა გაიმართება
13:29 08.10.2019
როგორ იქმნებოდა ახალი უბნები თბილისში? როგორ ითვისებდა მოსახლეობა ცარიელ ტერიტორიებს? როგორი იყო ჩაცმის სტილი, კვების კულტურა და გართობის საშუალებები?
ამ და სხვა საინტერესო ამბებს სამეცნიერო-პოპულარული სერიის წიგნში გაეცნობით.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 9 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება წიგნის – „ძველი თბილისი“ წარდგენა.

ნაშრომის ავტორი ისტორიკოსი, პროფესორი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიაა.

გამოცემა ეთმობა ისტორიულ ნარკვევს ძველი თბილისის შესახებ, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძველესი დასახლებების პერიოდიდან XIX საუკუნემდე. მასშიასევე მოცემულია საუკუნეების განმავლობაში ქალაქში მიმდინარე ურბანიზაციის პროცესის აღწერა. გარდა ამისა, საინტერესოა თანამედროვე არქეოლოგიური აღმოჩენების მიმოხილვა.

წიგნი თბილისის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს მნიშვნელოვან და ბევრ აქამდე უცნობ ინფორმაციას მიაწვდის.მისი შეძენა 9 ოქტომბრიდან შეგეძლებათ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაღაზიაში.

შეგახსენებთ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერიას უკვე რამდენიმე წელია გამოსცემს. პროექტის ავტორების მიზანია, საზოგადოებას მარტივი, პოპულარული ენით მიაწოდონ ისტორიული ფაქტები და გაზადრონინტერესი ქართული მეცნიერების მიმართ.

ბეჭდვა