დღეს მარჯანიშვილის თეატრში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
გაიხსნება ქორეოგრაფიული პერფორმანსით 111/ ას თერთმეტი/ One hundred and eleven. რეჟისორი: ჯორჯ ბუშევეი, ქორეოგრაფები და მოცეკვავეები: ჯოუელ ბრაუნი და ივ მაცო.
111 - ორი სრულიად განსაკუთრებული მოცეკვავის - ჯოუელ ბრაუნისა და ივ მაცოს დუეტია.
ეს არტისტები საკუთარი სიძლიერისა და დაუცველობის რეგისტრს იკვლევენ. ჯოუელი თვითნასწავლი პარაპლეგიკოსი მოცეკვავეა, ცეკვავს Candoco -შიც გაერთიანებული სამეფოს წამყვან საცეკვაო კომპანიაში ინკლუზიური ცეკვის განხრით. ივი Scottish Ballet წამყვანი მოცეკვავე იყო წლების განმავლობაში.
