მსოფლიოს წამყვანი ქორეოგრაფი, „ფლამენკოს მეფედ“ აღიარებული ხოაკინ კორტესი დღეს ბათუმში კონცერტს გამართავს.
კორტესი ბათუმს გუშინ, მოცეკვავეების და მუსიკოსების 30-კაციან ჯგუფთან ერთად ეწვია.
„კალე“ ანუ „ბოშა“ - ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ფლამენკოს 43 წლის ვარსკვლავი ხვალ ბათუმელი მაყურებლის წინაშე წარდგება. შოუ კორტესის 20-წლიანი კარიერის საუკეთესო სცენებს აერთიანებს. შემსრულებლის დასახვედრად აკუსტიკური სცენა უკვე მომზადებულია.
ხოაკინ კორტესი საქართველოში ერთხელ უკვე ნამყოფია. ის 2008 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამოვიდა.
ფლამენკოს მეფეს საღამოს ბათუმის პიაცა უმასპინძლებს.
