ფესტივალი „ღამის სერენადები“ 25-28 აგვისტოს გაიმართება
ფესტივალი „ღამის სერენადები“ 25-28 აგვისტოს გაიმართება
09:39 21.08.2012
ბათუმის IV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 25-28 აგვისტოს გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით  ფესტივალის ორგანიზატორები დღეს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძეა.

IV ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს ეძღვნება.

„ღამის სერენადები“ წელს აჭარაში, გონიოს ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ჩატარდება. ფესტივალის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკის“ „სოლო“ მომსახურება.


ბეჭდვა