მიქელ თამარაშვილის წიგნის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
მიქელ თამარაშვილის წიგნის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
18:52 01.03.2012
ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიქელ თამარაშვილის წიგნი "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" ხელახლა გამოიცა.

მისი პრეზენტაცია ხვალ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წიგნი ავტორის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებით იქნა გამოცემული.

მასში საქართველოში კათოლიკობის გავრცელების ისტორიაა მოთხრობილი.

ბეჭდვა