საქართველოს კინოთეატრებში გამოსვლამდე ერთი დღით ადრე კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს „ერთხელ
ჰოლივუდში“ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დახურულ პრემიერაზე ნახავენ.
ღონისძიებას კინოთეატრი „ამირანი“ და ეროვნული კინოცენტრი უმასპინძლებენ. მოწვეული სტუმრები 70-იანი წლების სტილს მოირგებენ.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე თვის წინ შედგა. ჩვენების დასრულების შემდეგ აუდიტორიის აპლოდისმენტები 7 წუთის მანძილზე არ წყდებოდა. „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969 წელს ლოს-ანჟელესში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, მათ შორის ამერიკელი სერიული მკვლელის ჩალზ მენსონისა და მისი მიმდევრების დანაშაულს, რასაც ცნობილი რეჟისორის - რომან პოლანსკის მეუღლისა და მისი მეგობრების სიცოცლე შეეწირა.
ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები - ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, დაკოტა ფანინგი, ალ პაჩინო და კურტ რასელი ასრულებენ.
