ლანა ღოღობერიძის წიგნის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
ლანა ღოღობერიძის წიგნის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
18:28 01.03.2012
ქართველი კინორეჟისორი, მხატვარი და მთარგმნელი ლანა ღოღობერიძე ახალი წიგნის პრეზენტაციას გამართავს.

წიგნის "ფრანგული პოეზია" პრეზენტაცია "თიბისი გალერეაში" ხვალ იგეგმება.

ღონისძებაზე შარლ ბოდლერის, პოლ ვალერის, გიიომ აპოლინერის, პოლ ელუარის, ჟაკ პრევერის და სხვა ფრანგი პოეტების ნამუშევრების თარგმანს თავად ლანა ღოღობერიძე წაიკითხავს.

"ფრანგული პოეზია" თავად ავტორის მიერაა ილუსტრირებული.


ბეჭდვა