თბილისში დღეს ჯგუფ „დიაბოლოს“ კონცერტი გაიმართება
თბილისში დღეს ჯგუფ „დიაბოლოს“ კონცერტი გაიმართება
10:07 19.08.2012
კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, დღეს თბილისში მუსიკალურ ჯგუფ „დიაბოლოს“ კონცერტი გაიმართება.

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები არსებობის 20 წლის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ქართულ ტრადიციულ მუსიკას ასრულებენ.

ჯგუფი ამ დოისთვის მეოთხე მუსიკალური ალბომის გამოსაშვებად ემზადება, სადაც ქართული პოლიფონიური მუსიკა შევა.

ჯგუფის კონცერტი სიმბოლურად „ნანტის სკვერში“ გაიმართება, რომელიც თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 2009 წელს გაიხსნა.

ბეჭდვა