ასპინძის მუნიციპალიტეტში მერაბ ბერიძის წიგნის ,,ასპინძა და ასპინძელობა’’ პრეზენტაცია გაიმართა
ასპინძის მუნიციპალიტეტში  მერაბ ბერიძის წიგნის ,,ასპინძა და ასპინძელობა’’ პრეზენტაცია გაიმართა
14:20 23.07.2019
22 ივლისს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ვ. მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მერაბ ბერიძის წიგნის ,,ასპინძა და ასპინძელობა’’ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, ლიტერატურული მესხეთის რედაქტორმა ავთანდილ ბერიძემ და უნივერსიტეტის ლექტორებმა კრებულის ,,ასპინძა და ასპინძელობა’’ -ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

პრეზენტაციის ბოლოს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორს პროფესორ მერაბ ბერიძეს და მერიის სახელით სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



ბეჭდვა