ახალციხეში აღდგენილი რაბათის ციხის გახსნის ღონისძიებებთან დაკავიშრებით დამთვალიერებლები, სტუმრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
რაბათის გახსნის საზეიმო ღონისძიებები ოფიციალურად 18.00 საათზე დაიწყო.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში თითებისა და პანტომიმის თეატრების წარმოდგენა, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართება.
საღამოს კი, სპეციალურად ამ დღისთვის, საკუთარ ბენდთან ერთად, საქართველოში ჩამოსული ცნობილი ფრანგი მომღერალი, წარმოშობით ახალციხელი ეთნიკური სომეხი შარლ აზნავურის კონცერტი და გრანდიოზული ფეიერვერკი დაასრულებს.
მათთვის, ვინც კონცერტის მსვლელობისას ციხის ტერიტორიაზე შესვლას ვერ მოახერხებს, ციხისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორები დამონტაჟდა.
რაბათის ციხის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და მას ისტორიული იერსახე დაუბრუნდა.
პროექტის ფარგლებში ახალციხის ცენტრში აშენდა ამფითეატრი, თანამედროვე სასტუმრო, რესტორანი და ქორწინების სახლი, სადაც დღეს პირველი წყვილი იქორწინებს.
