მამუკა ბახტაძე: ფესტივალი „ევროპალია საქართველო“ კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე
მამუკა ბახტაძე: ფესტივალი „ევროპალია საქართველო“ კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე
16:05 17.06.2019
ფესტივალი „ევროპალია საქართველო“ კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფესტივალის ფარგლებში, საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც გაიმართება კულტურული ღონისძიებები. 4 თვის განმავლობაში, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 400-მდე ღონისძიება იგეგმება.

„მოეწობა გამოფენები, კონცერტები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონფერენციები, სხვადასხვა ტიპის მხატვრული და კულტურული აქტივობები. ჩვენ ვართ ევროპის კულტურის სივრცის საერთო ნაწილი და „ევროპალია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი და ღონისძიება ევროკავშირის ფარგლებში, ევროპულ ოჯახში, რაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. მე მსურს, ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ბეჭდვა