სტატისტიკის ეროვნული სამსახური კულტურის სტატისტიკის მონაცემებს
აქვეყნებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 49 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა.
აქედან 38 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიის და მინიატურების, 7 - თოჯინების, 2
- ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 2 ერთეული წარმოადგენდა ოპერისა და ბალეტის
თეატრს.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა 4 764 ერთეულით განისაზღვრა, რაც 1.3%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სპექტაკლების 60.2% მოდიოდა თბილისზე.
