11 ივნისს,18:00 საათზე მწერალთა სახლში, შვეიცარელი კლასიკოსის, მაქს ფრიშის კიდევ ერთ
ნაწარმოებს "მონტოკი" წარმოგიდგენთ.
წიგნი, რომელიც ავტორის ყველაზე გაბედული და ინტიმური ნაწარმოებია, 1975 წელს გამოიცა, ხოლო ქართულად პირველად წელს ითარგმნა.
წიგნს წარმოადგენს მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე.
ფრიშის ამ წანარმოებით შთაგონებულ ფილმზე, ფოლკერ შლენდროფის "დაბრუნება მონტოკში", ისაუბრებს კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია.
საღამოს, ასევე, შესაძლებელი იქნება ადგილზე შეიძინოთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing-ის მიერ გამოცემული მაქს ფრიშის "მონტოკი".
საღამო ეწყობა შვეცარიის საელჩოს მიერ ორგანიზებული გერმანული ენის თვის ფარგლებში.
დასწრება თავისუფალია. საღამო წარიმართება ქართულ ენაზე.
