ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უცხოელმა გამომცემლებმა ცენტრის კოლექცია დაათვალიერეს
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უცხოელმა გამომცემლებმა ცენტრის კოლექცია დაათვალიერეს
12:54 06.06.2019
5 ივნისს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენრტს სტუმრობდნენ უცხოელი გამომცემლები სხვადასხვა ქვეყნიდან (დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ნორვეგიიდან, ბელგიიდან), რომლებიც ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით იმყოფებიან საქართველოში.

სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის კოლექცია - ხელნაწერები და ძველნაბეჭდი წიგნები, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

ამას გარდა სტუმრები ინტერესით გაეცნენ ბოლო წლების გამოცემებს და ისაუბრეს შესაძლო თანამშრომლობაზე.

მათ საჩუქრად გადაეცათ ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები ინგლისურ ენაზე.
ბეჭდვა