თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
13:38 30.05.2019
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

შესაბამისი განაცხადით "ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა" 5 თვის წინ მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი 1973 წელს გაიხსნა ვერის ბაღში. ის ე.წ. გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის სტილის ნაგებობაა. მისი არქიტექტორები არიან: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური.

გასული წლის სექტემბრიდან ამერიკული გეთის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს შენობის შესწავლა, დოკუმენტაცია და მისი კონსერვაციისა და მართვის გეგმის შემუშავება.

ბეჭდვა