მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილე გამოფენით აღინიშნა
მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილე გამოფენით აღინიშნა
12:52 23.05.2019
საგამოფენო პავილიონში მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია მოეწყო.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა.

გამოფენაზე პირადი არქივებში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოებია წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო.

მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.

გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება.

დათვალიერება თავისუფალია.

დღეს კი ეროვნული არქივის კინოთეატრში კინორეჟისორ გიორგი ხაინდრავას დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს“ 2013 წელს არის გადაღებული და მერაბ კოსტავას ეძღვნება.
ბეჭდვა