უკრაინაში ქართული კულტურის რიგით მე-10 ფესტივალი გაიმართა
უკრაინაში ქართული კულტურის რიგით მე-10 ფესტივალი გაიმართა
14:36 20.05.2019
უკრაინაში, ქ. მირგოროდში, სრულიად უკრაინისსაზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგია”- ს ორგანიზებითდა უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული კულტურის რიგით მე-10 ფესტივალი, რომელიც წელს მიეძღვნა ქ. მირგოროდში დავითგურამიშვილის სახლ-მუზეუმის დაარსების 50 წლისთავს.

ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, ქ. მირგოროდის მერმა სერგეი სოლომახამ და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგია”-ს პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოდან სპეციალურად მოწვეული მუსიკალური ანსამბლის “ქართული ხმები”-ს კონცერტი, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.


ბეჭდვა