მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული
მუზეუმის ფესტივალი - დანიელ შპერის ფოტოგამოფენა "1993" გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენები, ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაცია, მოეწყობა საჯარო ლექციები და სხვა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ყოველწლიური აქცია „ღამე მუზეუმში“.
დანიელ შპერი 1993 წელს იმყოფებოდა თბილისში საერთაშორისო გაცვლითი ატელიეს – „IAAB“ფარგლებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის საქართველოში ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები, რომლებიც 1990-ანი წლების საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-სოციალურ და კულტურულ რეალობას ასახავს. დანიელ შპერი შეეცადა დოკუმენტური ფოტოქრონიკის სახით გადმოეცა რთული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ, ამავე დროს, ძიებებით აღსავსე ისტორიული სინამდვილე. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ შექმნილი ვიდეონამუშევარი.
1994-2006 წლებში დანიელ შპერი გახლდათ კომა-ფოტოგრაფის სტუდიური გაერთიანების წევრი ბაზელში; 2006 წელს ქალაქ ბაზელში საკუთარი ფოტოსტუდია დაარსა ხელოვნების დოკუმენტირებისა და რეპროდუქციის მიმართულებით.
გამოფენა ხორციელდება პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში.
გამოფენის გახსნა: 16 მაისი, 2019 | 18:30
გამოფენის ხანგრძლივობა: 16 მაისი – 10 ივნისი
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8
