„ვერისუბნის მელოდიების“ თანამედროვე ვერსიის პრემიერა ბათუმში გაიმართება
„ვერისუბნის მელოდიების“ თანამედროვე ვერსიის პრემიერა ბათუმში გაიმართება
10:22 11.08.2012
ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში დღეს საღამოს ქართული მიუზიკლის - „ვერისუბნის მელოდიების“ თანამედროვე ვერსიის პრემიერა გაიმართება.
„ნიუსპრესისთვის“ საორგანიზაციო კომიტეტიდან ცნობილი გახდა, რომ მიუზიკლის რეჟისორია რედა ბენტიფორი და მაყურებელს მასშტაბური თეატრალური სანახაობა ელის.
სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორია ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი კი, არგენტინელი სანტიაგო ფერნანდესი.
მიუზიკლში ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფიაა გამოყენებული.

ბეჭდვა