კატარში სუხიშვილების კონცერტი გაიმართა
კატარში სუხიშვილების კონცერტი გაიმართა
16:00 06.05.2019
კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ.დოჰას ოპერის თეატრში, ყურის ქვეყნებში ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილები”-ს პირველი კონცერტი გაიმართა. აღსანიშნავია რომ ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კვირეულის ფარგლებში ჩატარადა.



წარმოდგენას ესწრებოდნენ კატარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კატარში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
ქართული ნაციონალური ბალეტის პირველი კონცერტი რეგიონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კატარის კულტურის ფონდის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.



საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კვირეულის ფარგლებში კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ქ. დოჰაში სასტუმრო “Saint Regis”-ში ჩატარდა ქართული სამზარეულოს კვირეული - „Flavors of Georgia“. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები​ და საქართველოდან მოწვეული მზარეულის - მერი გუბელაძისა მიერ მომზადებული ქართული კერძები.

ასევე, საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება დოჰაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.
ბეჭდვა