2019 წლის 30 აპრილს, ქართველი ფილოლოგის, ლიტერატურათმცოდნის, თეოლოგის,
კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა.
ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 1 მაისს ჩატარდა სამეცნიერო სხდომა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო წრის წარმომადგემლები.
მოხსენებები წაიკითხეს: ელგუჯა ხინთიბიძემ (თსუ, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა) - ივირობის წიგნთსაცავის უცნობი ქართული ხხელნაწერი; ნინო მელიქიშვილმა (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) - წმ. იოანე დამასკელის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰომილიების ძველი ქართული თარმგანები; დალი ჩიტუნაშვილმა - (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) - დაღესტანში დაცული უცნობი ხანმეტი ხელნაწერი; ლელა ხაჩიძემ (თსუ, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა) - ისტორიული ჟანრის ერთი ბიზანტიური თხზულების ქართული თარგმანები.
ქართული ხელნაწერების შესწავლა, პუბლიკაცია და ძველი ქართული ენის უმნიშვნელოვანესი ძეგლების გამოვლინება სწორედ კორნელი კეკელიძის სახელს უკავშირდება. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კ. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ქართული ხელნაწერთმცოდნეობის დარგში მიღწეული განსაკუთრებული შრომისთვის მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
