დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის
უნივერსიტეტში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება დედაენის დღესა და 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს ეძღვენობდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა ლასლო ბორჰიმ, ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გაბორ შონკოიმ და ქართული ენის კურსის ხელმძღვანელმა ბენედეკ ჟიგმონდმა. გამოსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-უნგრულ ლიტერატურულ კავშირებზე, ქართული დამწერლობის უნიკალურობასა და უნგრელი ქართველოლოგის მ.იშტვანოვიჩის წვლილზე ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების კონტექსტში.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ელჩმა უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის ქალიშვილს ესტერ იშტვანოვიჩს მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური, კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო-აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები.
