ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების ოცი წლისთავის აღსანიშნავად ანსამბლმა რუსთავმა სტრასბურგში კონცერტი გამართა
ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების ოცი წლისთავის აღსანიშნავად ანსამბლმა რუსთავმა სტრასბურგში კონცერტი გამართა
13:01 15.04.2019
ქალაქ სტრასბურგში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს მიეძღვნა.

ქართულ ანსამბლთან ერთად სტუმრების წინაშე საკუთარი პროგრამით, სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ქ.სტრასბურგის წმ. ქეთევან წამებულის გუნდი „სადარისი“ წარსდგა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საჩუქრად ქართული ტრადიციული სამოსი გადაეცა.

ღონისძიებას, როგორც ქართული დიასპორის ასევე სტრასბურგის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა