მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, ქართულ-ესპანურ ლიტერატურულ კვირეულზე თბილისს
ცნობილი ესპანელი მწერლები -ელენა მედელი, პატრიცია ესტებან ერლესი, არკაითს კანო და ნიკოლას მელინი ეწვევა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში მწერლები ქართველ კოლეგებთან ერთად, მკითხველთან საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ.
ღონისძიებებს 16 აპრილს მწერალთა სახლი, 17 აპრილს წიგნის მაღაზია „ლიგამუსი“, 18 აპრილს კი „სტამბის წიგნები“ უმასპინძლებს.
