ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დედა ენის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დედა ენის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება
11:46 15.04.2019
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, დღეს დედა ენის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცული უნიკალური მასალა, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის ავტოგრაფები, მიმოწერები და ა.შ.

ექსპოზიციაზე პირველად გამოიფინება თედო სახოკიას არქივში დაცული ოსკარ შმერლინგის ნაკლებად ცნობილი ილუსტრაციების ორიგინალები. ასევე, ოსკარ შმერლინგის „დედა ენისა“ და „ბუნების კარისათვის“ შექმნილი ილუსტრაციები. გამოიფინება 1920 წლის „დედა ენის“ სტამბური კლიშეები, რომლებიც საფუძვლად უდევს გამოფენის ფარგლებში შემუშავებულ პრაქტიკულ სამუშაოს „დაბეჭდე „დედა ენა“ ; საგანაგებოდ მომზადებული რეკვიზიტების გამოყენებით მსურველებს თავად შეეძლებათ „დაბეჭდონ“ „დედა ენის“ რამდენიმე გვერდი. გამოფენის ფარგლებში, ვიზიტორები ეზიარებიან ბეჭდური წიგნის სათავეების ტექნოლოგიას, უშუალოდ შეეხებიან „დედა ენის“ პირველი ბეჭდური ვერსიების გვერდებს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქტიურად არის ჩართული საგამოფენო-საგანმანათლებლო აქტივობებში. დედა ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენით კიდევ ერთი წვლილს შეიტანს ქართული კულტურის ფართო საზოგადოებისთვის წარმოჩენაში. გამოფენაზე დასწრება საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება 18 აპრილის ჩათვლით.

ბეჭდვა