ეროვნული არქივის კინოთეატრში 9 აპრილთან დაკავშირებით კინოჩვენება გაიმართება
ეროვნული არქივის კინოთეატრში 9 აპრილთან დაკავშირებით კინოჩვენება გაიმართება
09:52 08.04.2019
1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით 8 აპრილს, 19:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება დოკუმენტური ტრილოგიის „გზა შინისაკენ“ (1990 წელი) ორი ფილმის - „აკაკი ბაქრაძის თვალსაზრისი“ და „მერაბ მამარდაშვილის თვალსაზრისი“ ჩვენება.

რეჟისორი: ნიკოლოზ დროზდოვი. სახალხო დეპუტატი აკაკი ბაქრაძე და ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი საუბრობენ იმ ახალ რეალობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულმა მოძრაობამ მოუტანა.

სეანსის ხანგრძლივობაა 40 წუთი.

ფილმების ჩვენების პარალელურად კინოთეატრის ფოიეში მოეწყობა 9 აპრილთან დაკავშირებული ფოტომასალის გამოფენა.
ბეჭდვა