გამოფენა "ეზოთერიკოსი დე კირიკო - მოგზაური ორ სამყაროს შორის გაიმართება
გამოფენა "ეზოთერიკოსი დე კირიკო - მოგზაური ორ სამყაროს შორის გაიმართება
17:31 25.03.2019
იტალიური გამოფენების ციკლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გრძელდება. 26 მარტს, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: შ. რუსთაველის გამზ.11) მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის – ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

გამოფენის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი დაესწრებიან.
ბეჭდვა