Google-ი დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას გამოფენას უძღვნის
Google-ი დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას გამოფენას უძღვნის
16:35 06.03.2019
კომპანია Google-ი დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას გამოფენას უძღვნის. გამოფენა, ხელოვნების სასახლის და Google-ს მორიგი ერთობლივი პროექტია, რომელიც მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს.

პროექტი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა Google Cultural Institute-ს პლატფორმაზე განთავსდა და მსოფლიოს გამომგონებლებისადმი მიძღვნილი გამოფენის - „ცდა მსოფლიოსათვის“ ნაწილია.

ვირტუალური გამოფენა 14 სლაიდს მოიცავს და 1922 წელს დავით კაკაბაძის მიერ გამოგონებული სინემატოგრაფის შესახებ მოგვითხრობს.

დავით კაკაბაძის შემოქმედებასა და სამეცნიერო გამოგონებასთან ერთად, 23 ქვეყნის 110-ზე მეტი მუზეუმი მსოფლიო საზოგადოებას მოძრავი კინოს პიონერისა და მსოფლიოში პირველი კინოსტუდიის დამაარსებლის – ჟორჟ მილიეს, ასევე, 1989 წელს ტიმ ბერნერს ლის მიერ შექმნილი მსოფლიო აბლაბუდაზე, ორბიტაზე გატანილი კოსმოსური ტელესკოპის – ჰაბლისა და სხვა მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევაზე უყვება.


ბეჭდვა