2018 წელს საქართველოში 40 ძეგლის რეაბილიტაციის პროექტიდან 25 დასრულდა
2018 წელს საქართველოში 40 ძეგლის რეაბილიტაციის პროექტიდან 25 დასრულდა
13:57 25.02.2019
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2018 წლის სამუშაოების ნუსხას აქვეყნებს.

„2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუშაობდა 40 ძეგლის რეაბილიტაციის პროექტზე. დღეისათვის 25 პროექტია დასრულებულია.

2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის ღონისძიებებთან დაკავშირებით 8000 მეტი ადამიანი დასაქმდა.

2018 წელს ძეგლის რეაბილიტაციის 285 ნებართვა გაიცა.

სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ძალისხმევით განხორციელდა 122 ძეგლის რეაბილიტაცია.

51 ობიექტის რეაბილიტაციაზე სააგენტომ 9 052 000 ლარი დახარჯა.

71 ობიექტზე ფონდმა 10 600 000 ლარი დახარჯა.

2018 წელს სააგენტომ არქეოლოგიური სამუშაოების 95 ნებართვა გასცა.

29 ობიექტის არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერების საშუალებით, ჯამური ღირებულება 900 000 ლარი.

2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 187 ობიექტს.

18 ძეგლი წარდგენილი იქნა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრისათვის“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.
ბეჭდვა