კაიროში “სამეფო ნაციონალური ბალეტი-ქართული ცეცხლის“ კონცერტი გაიმართა
კაიროში “სამეფო ნაციონალური ბალეტი-ქართული ცეცხლის“ კონცერტი გაიმართა
16:31 22.02.2019
ეგვიპტეში, კაიროს ოპერის თეატრში “სამეფო ნაციონალური ბალეტი-ქართული ცეცხლის“ კონცერტი გაიმართა.

კონცერტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა. ელჩმა ქართული ხელოვნების და კულტურის შესახებ ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეგვიპტის ხელისუფლების, კულტურული წრეების, ასევე ეგვიპტეში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ბეჭდვა