15 თებერვალს თბილისში ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება
15 თებერვალს თბილისში ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება
13:25 14.02.2019
15 თებერვალს, თიბისი გალერეაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფის - მარტინ პარის წიგნის - „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია შედგება და გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება.

ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს.

პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიების პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.



ბეჭდვა