დუბლინში ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის ლიტერატურულ-შემოქმედებით საღამო გაიმართა
დუბლინში ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის ლიტერატურულ-შემოქმედებით საღამო გაიმართა
14:13 13.02.2019
ირლანდიაში, თანამედროვე ქართველ მწერალთან, ზურაბ ქარუმიძესთან ერთად , ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს. მან ისუბრა ისაუბრა ქართული ლიტერატურის, ენისა და დამწერლობის შესახებ. გიორგი ზურაბაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრის, რომელიც მწერლის დუბლინში ვიზიტის თანაორგანიზატორია.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ზურაბ ქარუმიძემ მიმოიხილა თანამედროვე ქართული ლიტერატურის მთავარი მიმართულებები და ყურადღება გაამახვილა საკუთარი შემოქმედების ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებზე და ისაუბრა საკუთარი მოღვაწეობის შესახებ. ასევე, საზოგადოებას გააცნო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარმატებები და ხაზი გაუსვა, ქართული ენისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ქართული წიგნების თარგმნის მნიშვნელობას.

ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ქარუმიძის ინგლისურენოვანი წიგნები ხელმისაწვდომია ირლანდიელი მკითხველისთვის დან ლირის ბიბლიოთეკაში.
ბეჭდვა