საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,
ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, აბულფას გარაევთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ კულტურის სფეროში მიღწეული წარმატებები ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული ურთიერთობების შედეგია.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს,რომ კულტურის სფეროში არსებული თანამშრომლობის აქტიური დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.
შეხვედრის ფარგლებში ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2019 წელს, აზერბაიჯანისა და საქართველოს კულტურის დღეები გაიმართება.
