საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბერს 23 საათიდან გაიმართება
საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბერს 23 საათიდან გაიმართება
21:10 26.12.2018
საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. კონცერტის წლევანდელი კონცეფცია კინომუსიკაზეა აგებული. გარდა ამისა, კონცერტზე შესრულდება საშობაო სიმღერები და ყველა დროის და ყველასთვის საყვარელი ჰიტები.

თითქმის 4 საათიან კონცერტში 201 მუსიკოს-შემსრულებელი მიიღებს მონაწილებას, მათ შორისაა ამერიკული ბენდი „New York Voices”, ასევე, ქართველი შემსრულებლები - ლიზა ბაგრატიონი, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, შვიდკაცა, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი მახარაშვილი და ა.შ.

ღონისძიების მთავარი ღერძი იქნება ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

ბეჭდვა