ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს  გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნება
19:32 25.12.2018
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ეროვნულ არქივში ქართული კინოს გადაღების ისტორიის ამსახველი საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა ინახება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1920-იან-1980-იან წლებში გადაღებული კინოფილმების გადასაღები მოედნების ამსახველიფოტოები, ასევე, ქართული მხატვრული ფილმების აფიშები.

დასწრება თავისუფალია.

გამოფენა 16:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა