კომპანია „ბრავო რექორდსი“ დღეს ლეგენდარული ქართველი მომღერლის გოგი დოლიძის კომპაქტ დისკს გამოუშვებს.
„ბრავო რექორდსმა“ გოგი დოლიძის 11 სიმღერის უნიკალური ჩანაწერი აღმოაჩინა. ახალ ალბომში სწორედ ეს ჩანაწერები შევა, იგი დასავლეთის მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული სტანდარტების შესაბამისი არანჟირებით, კომპოზიტორ და დირიჟორ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით გაფორმდება.
ქართველ მსმენელს საშუალება მიეცემა კიდევ ერთხელ გაიხსენოს გოგი დოლიძის შემოქმედება და მის სიმღერებს ახლებური არანჟირებით მოუსმინოს.
