„არტ-გენის“ დღევანდელ კონცერტს ჯგუფი „ზუმბალენდი“ დახურავს
„არტ-გენის“ დღევანდელ კონცერტს ჯგუფი „ზუმბალენდი“ დახურავს
08:57 26.07.2012
ფესტივალი „არტ-გენი 2012“-ის ფარგლებში, დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლები  „ბასიანი“ და „ელესა“ წარსდგებიან. მათი კონცერტი მცირე სცენაზე 19:00 საათზე დაიწყება.
კონცერტი 20:00 საათზე დიდ სცენაზე გადაინაცვლებს, სადაც მაყურებლისთვის შოტლანდიური ჯგუფი „სკოტები“ დაუკრავს, შემდეგ კი - პოლონელი მომღერალი თეკლა კლებენტიკა იმღერებს.
22:30 საათზე საღამოს ჯგუფი „ზუმბალენდი“ დახურავს.
გარდა ამის, ფესტივალის ფარგლებში, დღეს ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა გაიმართება.
ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე მეცხრე წელია ტარდება. მან წელს სტარტი 3 ივლისს კახეთში აიღო და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩატარდა. 21 ივლისიდან „არტ-გენმა“ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლა და იგი 29 ივლისამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა