„დღეს არის ყველაზე ეროვნული ამბავი, ვინც ცოტათი მაინც იცის საკუთარიქვეყნის ან
ისტორია, ან ამბავი, აქ აუცილებლად უნდა იყოს“ - განაცხადა “თეიმურაზ მეფის პორტრეტის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ.
„მიმაჩნია, რომ ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ამ უდიდესი, ძალიან სერიოზული მამულიშვილის, რომელიც ვაჟა-ფშაველასავით დიდი ხნის შემდეგ, როცა გახსნიან სამარხს, უხრწნელი აღმოჩნდება. თუ ეს ამბები იცი, არ შეიძლება მართლა უბედნიერესი არ მიხვიდე იმ ადამიანის სახელის და სახის სახილველად, რომლის ძვალი და გვამი ჯერ კიდევ შორსაა თავის ქვეყნისგან. ჩემნაირი ადამიანები დღეს აქ არიან სწორედ თავისი ისტორიის პატივის მისაგებად, თანაც როგორც ცოტათი პოეტი, მეფე პოეტის პორტრეტის სანახავად ალბათ ცხრა მთას გადავივლიდი და აქ მოსვლას რა უნდოდა” - განაცხადა ეთერ თათარაიძემ.
