„ძალიან ბევრი გამოტოვებული ამბავი გვაქვს, ბევრი შეუმჩნეველი მარცხი და ძალიან მიხარია,
რომ ხელოვნების სასახლეში თეიმურაზ მეფის პორტრეტი დაიდებს ბინას“ - განაცხადა “თეიმურაზ მეფის პორტრეტის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
კეკელიძე მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი საეტაპო ამბავი, რაც გულისხმობს ეროვნული საგანძურის ქვეყანაში დაბრუნებას.
„ამ თვალსაზრისით ერთი წარმატების ფურცელი გადაიფურცლა და უკვე იქნება წინაპირობა იმისა, რომ მას სხვა დანარჩენი ფურცლებიც მიჰყვეს“ - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
