„ეს შესანიშნავი პორტრეტი დაბრუნდა იქ, სადაც უნდა იყოს და ამით ვარ ძალიან ბედნიერი”
- ასე ეხმიანება მხატვარი ქეთი მატაბელი საქართველოში თეიმურაზ მეფის პორტრეტის დაბრუნებას.
მისი თქმით, საქართველოსთვის დღეს ისტორიული დღეა: „როდესაც კულტურას ასეთ ყურადღებას აქცევენ, ეს ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის უნდა იყოს ძალიან კარგი მაგალითი. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პორტრეტი ჩვენს სასახლეში იქნება“ - განაცხადა ქეთი მატაბელმა.
