თბილისში კულტურული ღონისძიებები "ტოკუგავა და სხვა ოსტატები" ჩატარდება
თბილისში კულტურული ღონისძიებები "ტოკუგავა და სხვა ოსტატები" ჩატარდება
14:19 23.10.2018
თბილისში, 23-25 ოქტომბერს, კულტურული ღონისძიებები "ტოკუგავა და სხვა ოსტატები" ჩატარდება.

25 ოქტომბერს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იაპონელი კალიგრაფის საგანგებო ვორქშოპი გაიმართება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოწვეულნი არიან ახალგაზრდა კალიგრაფები: რუსთავის კერძო სკოლა „ლაზარე“ და ამავე ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „მთაწმინდელი“. ასევე, პროფესიონალი კალიგრაფები, მათ შორის კალიგრაფი დავით მაისურაძე, რომელმაც თანამედროვე ქართული კალიგრაფია ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წარადგინა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის ჩვენებას კოშიუ (აკემი ლუკას) გაუძღვება. აკემი ლუკასი იამაგუჩის პრეფექტურის ქალაქ მიტოში დაიბადა. 2001 წელს აკემი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა და კალიგრაფიის კურსები - „კოშუ – იაპონური ხელოვნება“ დააარსა. აკემი ლუკასი ცდილობს, რომ მათ ნამუშევრებში თითოეული სტუდენტის ინდივიდუალობა გამოჩნდეს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ახალი ნამუშევარია „კოკოროს“ ეტიკეტი, რომელმაც მიმდინარე წლის დიზაინის კონკურსში ოქროს მედალი მიიღო.

ბეჭდვა