ალტერ ოპერაში ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართა
ალტერ ოპერაში ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართა
21:52 14.10.2018
კიდევ ერთი გრანდიოზული კონცერტი ქართველი მუსიკოსებით მონაწილეობით ამჯერად ფრანკფურტის ალტერ ოპერის დიდ სცენაზე.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სრულ შემადგენლობასთან ერთად, პირველად შესრულდა ალტერ ოპერაში გია ყანჩელის შედევრი - STYX. ასევე, ჰამბურგის Elbphilharmonie- ში, 2 აპრილს გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, სწორედ, ალტერ ოპერამ უმასპინძლა ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“.

კონცერტი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ზვიად ბოლქვაძე, გორის ქალთა კამერული გუნდი (ხელმძღვანელი – თეონა ცირამუა); სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი ( ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი).

ბეჭდვა