ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე „ეგზერსისის“ პრემიერა შედგა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე „ეგზერსისის“ პრემიერა შედგა
15:57 13.10.2018
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, ფრანკფურტში, წამყვან თეატრალურ სივრცეებში კვლავ ქართული თეატრალური დასები გამოდიან.

12 ოქტომბერს, „Mousonturm“-ში, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობების მონაწილეობით, მუსიკოს დავით ევგენიძისა და რეჟისორ მანანა ბერიკაშვილის ერთობლივი პროექტის - „ეგზერსისის“ პრემიერა შედგა.

სპექტაკლი-პერფორმანსი წარმოადგენს დავით ევგენიძის პოეტურ და მუსიკალურ ნაწარმოებებზე აგებულ წარმოდგენას, სადაც სიცოცხლე, დაბადებიდან გარდაცვალებამდე სიტყვის, მუსიკის, ბგერის, ფერისა და პლასტიკის ენაზეა გადმოცემულია.

მონაწილეობდნენ: არჩილ სოლოღაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი, გივი ქარსელაძე, ბუბა გოგორიშვილი, ეკა კახიანი, ანა ზამბახიძე, ანა წერეთელი, ანა ქურთუბაძე, ბენდი - დავით ევგენიძის ხელმძღვანელობით.


ბეჭდვა