ფრანკფურტში კონცერტი “The Sound of Georgia” გაიმართა
ფრანკფურტში კონცერტი “The Sound of Georgia” გაიმართა
10:17 12.10.2018
ფრანკფურტში, ტელეკომპანია "არტეს" ორგანიზებით, კონცერტი „The Sound of Georgia” გაიმართა, რომელშიც ცნობილი ქართველი მუსიკოსები მონაწილეობდნენ: დუდანა მაზმანიშვილი, ბექა გოჩიაშვილის ტრიო, ნათია თოდუა, ვერიკო ჭუმბურიძე და სხვ.

ღონისძიება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოეწყო, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნი სტატუსითაა წარმოდგენილი.

კონცერტი უმსხვილესი გერმანულ-ფრანგულენოვანი ტელეარხის "არტეს" პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

კონცერტს დიპლომატიური კორპუსის წევრები, მუსიკოსები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ბეჭდვა