„არტ-გენი 2012“-ის ფარგლებში მაყურებლის წინაშე ჯგუფი „რეგიონი“ წარსდგება
„არტ-გენი 2012“-ის ფარგლებში მაყურებლის წინაშე ჯგუფი „რეგიონი“ წარსდგება
09:15 25.07.2012
ფესტივალი „არტ-გენი 2012“-ის ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს, მუსიკალურ იმპროვიზაციებს წარმოადგენენ და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მასტერკლასები ჩატარდება.

19:00 საათზე მცირე სცენაზე კონცერტი დაიწყება. მაყურებლის წინაშე პანკისის, თუშეთის, ლეჩხუმის, სვანეთისა და აფხაზეთის ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან.

20:00 საათზე კონცერტი დიდ სცენაზე გადაინაცვლებს, სადაც ეთნოგრაფიული მუზეუმის სტუმრებისთვის ჯგუფი „რეგიონი“ დაუკრავს. საღამოს მადაგასკარული ჯგუფი Kilema დახურავს.

დღესვე, ეთნოგრაფიული მუზემის ტერტორიაზე 12:00 საათიდან 19:00 საათამდე ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა გაიმართება.

ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე მეცხრე წელია ტარდება. მან წელს სტარტი 3 ივლისს კახეთში აიღო და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩატარდა. 21 ივლისიდან „არტ-გენმა“ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლა და იგი 29 ივლისამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა